ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეისყიდა. როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერის მიერ ქართული სპარტაპის შესყიდვა ნიშნავს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნის.
„ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა!2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნით, ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკო-სისტემა სწრაფად განვითარდა.
Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.