7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი მარშრუტი და მიკროავტობუსების რვა საუბნო მნიშვნელობის ხაზი. ამ მარშრუტებზე მხოლოდ ახალი ტრანსპორტი ივლის.
ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება:
N343 ზემო ფონიჭალა – ვაზისუბნის დასახლება;
N344 ზემო ფონიჭალა – ბარათაშვილის ქუჩა;
N363 თხინვალა – მეტროსადგური დელისი – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი;
N383 ქავთარაძე – ზემო ვაკე – ბარათაშვილის ქუჩა;
N387 წრიული – საბურთალო – ვაკე – საბურთალო.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ:
N482 ახალდაბა – წყნეთი;
N483 წყნეთი – წრიული;
N419 სოფ. აგარაკი – მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტი;
N463 – ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები);
N464 – ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე;
N408 აეროპორტის დასახლება – ალექსეევკას დასახლება – მეტროსადგური ისანი;
N457 სადგურის მოედანი – ჯავახიშვილის ქუჩა – ბესიკის ქუჩა;
N476 მეტროსადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანჯაფარიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი.