Astrazeneca-თი ვაქცინაციისთვის 45 წელს გადაცილებულები რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ. უწყების ცნობით, მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია.
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.
დღემდე საქართველოში Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულებში იყო შესაძლებელი.
აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პლატფორმა booking.moh.gov.ge-ის ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე – 15 22.