როგორია დღევანდელი კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 409 ადამიანს დაუდასტურდა, 1 256 გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის სესახებ ინფორმაციას მთავრობის ადამინისტრაცია ავრცელებს.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 325 665-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 256 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 304 935-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 363 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 149, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 54, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 149, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 341, საიდანაც: 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 470, იმერეთში - 508. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 872 პირი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 89, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 5, იმერეთში - 15. 772 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 - თბილისში, 339 - აჭარაში. 11 338 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 70, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 634 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 864 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 544 პირი, აჭარაში - 1 778, იმერეთში - 1 269.