ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.
„ამჟამად ისრაელის მილიონობით მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე.
ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნულია ისრაელის საელჩოს მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ექვსი რაკეტა გაუშვეს იერუსალიმის მიმართულებით.