ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის პაციენტი მკურნალობს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2537 ადამიანი.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 46 817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 გარდაიცვალა.