რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

12 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 71 570 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი განცხადებით, სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვაქცინა 4 434-მა ადამიანმა გაიკეთა.