ერდოღანი პუტინს: საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელს ძლიერი და შემაკავებელი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს

"საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელს ძლიერი და შემაკავებელი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ცნობილია, ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს პალესტინაში განვითარებული მოვლენები და Sputnik V-ის ვაქცინის თურქეთში გადაზიდვის საკითხი.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უნდა დამუშავდეს საერთაშორისო ძალების იდეა, რომელიც პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ისრაელის აგრესიისგან დაიცავს.

ერდორანი მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გაერო-ს პარამეტრების შესახებ და პალესტინაში ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას. მისი თქმით, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს იმის საჩვენებლად, რომ ანკარა და მოსკოვი იზიარებენ იერუსალიმში განვითარებულ მოვლენებს.

თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, ჩაერთონ ამ საკითხში და მკაფიო მესიჯი მისცენ ისრაელს, შეწყვიტოს შეტევა პალესტინელებზე, კრიზისის უფრო მეტად გაღრმავებამდე.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და რუსეთი გაერო-ში აღნიშნულ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობას აჩვენებენ.