ექთანი კორონავირუსით რეინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა

48 წლის ექთანი, ირმა თოფურია კორონავირუსით რეინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. ის ფოთში ცხოვრობდა. ირმა თოფურიას COVID-19 მეორეჯერ 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ექთნის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ცნობილია, მას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა.

"როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად დამძიმდა. მერე გადავიყვანეთ თბილისში ლევან რატიანთან, სადაც დღემდე ათი დღე მკურნალობდა", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა, კესო გელენიძემ.