საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ღია სივრცეში ყოფნისგან.
„18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით. აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში. თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან; განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში. გაუფრთხილდით თავს“, - წერს საელჩო.