მას შემდეგ, რაც IDF-ისა (ისრაელის თავდაცვითი ძალები) და Shin Bet-ის (ისრაელის უსაფრთხოების სამსახური) ერთობლივი ოპერაციების შედეგად, ჰამასის რამდენიმე უფროსი მეთაური მოკლეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში მალე არ დასრულდება.
"ჩვენ გავანადგურეთ "ჰამასის" უფროსი მეთაურები და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მათ ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, როგორიც არც კი დასიზმრებიათ", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ისრაელი "აგრესიას მზარდი ძალით პასუხობს და უპასუხებს".