ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმის დროს "ჰამასის" სამხედრო ფრთის 16 წევრი მოკლეს.
როგორც Reuters-ი წერს, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად, ღაზაში მინიმუმ 53 ადამიანი დაიღუპა.
მათივე განცხადებით, 6 ადამიანი მოკლეს ისრაელში.
ისრაელის უშიშროების სამსახურის თქმით, ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის სამხედრო ფრთის მაღალი რანგის წევრი, ღაზაში ალ-ქასემის ბრიგადის მეთაური, ბასემ ისა მოკლეს. გარდა ამისა, მოკლულია "ჰამასის" დაჯგუფების კიდევ რამდეიმე მაღალი რანგის წევრი.