პენტაგონი: აშშ ურყევ მხარდაჭერას უცხადებს ისრაელის ლიეგიტიმურ უფლებას დაიცვას  თავისი თავი და მოსახლეობა

ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, ისრაელის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. ამის შესახენ პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც ცნობილია, ოსტინმა ბენჯამინ განცს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"თავდაცვის მდივანმა ოსტინმა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელის ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას თავისი თავი და თავისი ხალხი თავდასხმებისგან. მან მკაცრად დაგმო ჰამასის და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ ისრაელზე მიტანილი სარაკეტო იერიში, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველა ჩართული მხარის მნიშვნელობა სიმშვიდის აღსადგენად."- წერია განცხადებაში რომელიც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა.