ისრაელის ელჩი: გვეამაყება ქართული წარმოშობის ყველა ის ქალი და კაცი, ვინც ისრაელის ძალებში მსახურობს

"გვეამაყება ქართული წარმოშობის ყველა ის ქალი და კაცი, ვინც ისრაელის ძალებში მსახურობს", - ამის შესახებ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი Twitter-ში წერს.

ელჩი იმ ქართველების სურათებს აქვეყნებს, ვინც ისრაელში მსახურობენ.

"ჩვენ გვეამაყება საქართველოში დაბადებული და ქართული წარმოშობის ყველა ის ქალი და მამაკაცი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებში მსახურობს", - წერს ისრაელის ელჩი.