"ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს.
ბლინკენის განცხადებით, ის ტელეფონით ისრაელის პრემიერ-მინსტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა.
"ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრე, მათ შორის ღაზას სექტორიდან გასროლილ რაკეტებზე, რითიც ისრაელის მოსახლეობას მიზანში იღებენ. ისრაელს თავდავის უფლება აქვს. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება. დეესკალაცია ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია". - წერს ბლინკენი.