ისრაელის მედიის ცნობით, ქალაქ სდეროთზე განხორციელებული იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 6 წლის ბავშვია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ სდეროთში საბრძოლო რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, შენობაში მცხოვრები 6 წლის ბავშვი კი კრიტიკულად დაშავდა. დაშავებულია ბავშვის დედაც.
როგორც ცნობილია, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას კი ისრაელის პრემიერმინისტრის სპიკერი, ოფირ გენდელმანი Twitter-ში ავრცელებს.