ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ  ძალადობას და სარაკეტო შეტევებს

საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და სარაკეტო შეტევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიTwitter-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ აქვს.

„ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ გააჩნია მშვიდობიან მოსახლეობაში დამატებითი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად,“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.