დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა

დღეიდან, საქართველოს ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 მაისიდან იყო შეწყვეტილი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული გრაფიკით მუშაობს. მოსახლეობას კი მგზავრობისას ისევ მოუწევთ პირბადის გამოყენება.

ავტობუსებთან ერთად, დღეიდან ამუშავდა მეტრო და სამარშრუტო ტაქსებიც.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ისევ ძალაშია.