დღეიდან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა განაახლეს

დღეიდან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

მოსწავლეთა მშობლებს, ასევე რისკ-ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა.

შეგახსენებთ, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 4-11 მაისი უქმე დღეებად იყო გამოცხადებული. უქმე დღეა 12 მაისიც (წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე). შესაბამისად, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში არ მუშაობდნენ.