სან მარინო „ვაქცინის ტურიზმს“ ხსნის

სან-მარინომ გამოაცხადა, რომ ტურისტებს რუსულ Sputnik Covid-19-ის ვაქცინას 50 ევროდ შესთავაზებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სიავატამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადასახადი ვაქცინის ორივე დოზას მოიცავს.

აცრა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვინც სასტუმროში დაჯავშნის მინიმუმ სამ ღამეს და დაბრუნდება სამი ან ოთხი კვირის განმავლობაში მეორე ინექციისთვის.

„სქემა, რომელიც 17 მაისიდან ამოქმედდება, სან მარინოს მისცემს რეალურ შესაძლებლობას, მოიზიდოს ისეთი სახის ტურიზმი, რომლის მოზიდვაზე აქამდე ვერც ვიფიქრებდით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუკა ბეკარმა.