საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები ადასტურებენ, რომ ნავალნი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული

საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები ადასტურებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული. ამის გერმანიის მთავრობის პრეს–სპიკერმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.

”ჩვენ რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ნატელი მოჰფინოს მომხდარს. ჩვენ შემდგომი ნაბიჯების თაობაზე მჭიდრო კონსულტაციებში ვართ ევროპულ პარტნიორებთან", – განაცხადა ზაიბერტმა.

განცხადება, რომ რუსი ოპოზიციონერი ნავალნი იმავე ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს, რითაც მამა-შვილი სკრიპალები, გერმანიის ხელისუფლებამ 2 სექტემბერს გააკეთა. ნავალნი გერმანიაში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. 7 სექტემბერს გერმანელმა ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი კომიდან გამოიყვანეს. 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნავალნი სრულად მოვიდა გონს.