სად და როდის შეხვდებიან ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა მომავალ კვირაში ისლანდიაში დაგეგმილი შეხვედრა განიხილეს.

„მკაფიოდ ვუდგებით იმ გამოწვევებს, რასაც რუსეთი ქმნის“, - წერს ბლინკენი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვმა და ბლინკენმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობები.