COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 776 ადამიანს დაუდასტურდა, 1 329 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 588 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 326 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 306 264, გარდაიცვალა 4 379 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 12 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.79%.

ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან 359 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 79, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 429, აჭარაში - 444, იმერეთში - 520.

მძიმე პაციენტი: 903, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 95, იმერეთში -140.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 196, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 15.

710 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 347 - თბილისში, 342 - აჭარაში. 10 584 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 73 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 638 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 821 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 413 პირი, აჭარაში - 1 809, იმერეთში - 1 383.