ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაცია მან Twitter-ზე გაავრცელა.
"დღეს ჩემი რიგიც მოვიდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი. ვაქცინა გადაარჩენს სიცოცხლეს. მნიშვნელოვანია, ვაქცინა ძალიან სწრაფად მოხვდეს ყველა ქვეყანაში. თუ ჩემსავით ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ხელმისაწვდომია, გთხოვთ, აიცრათ, როდესაც თქვენი რიგი მოვა". - წერს ჯანმო-ს ხელმძღვანელი.