ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმის გამო, ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავები ბენ გურიონის აეროპორტის ნაცვლად რამონის აეროპორტში ჩაფრინდებიან.
შეზღუდვა არ შეეხება გამავალ რეისებს, რამონის აეროპორტიდან ცარიელი თვითმფრინავები ბენ გურიონის აეროპორტში ჩაფრინდებიან, მგზავრებს აიყვანენ და საერთაშორისო მიმართულებებით გაემგზავრებიან.
ისრაელის აეროპორტების სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, სატვირთო თვითმფრინავებისა და კერძო თვითმფრინავების დაშვება ბენ გურიონის აეროპორტში ნებადართულია.