რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 77 343 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათგან სრულად, ვაქცინის ორივე დოზა, 13 084-მა მოქალაქემ მიიღო.

ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 056 ადამიანი აიცრა.