ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს გააგრძელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში "ჰამასის" წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებს გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით Deutshe Welle ავრცელებს.

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.

"პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს "ჰამასისა" და ღაზას სექტორში არსებული სხვა ტერორისტული ორგანიზაციების სამხედრო შესაძლებლობების შესუსტების მიზნით მოქმედებებს", - აცხადებენ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში.