ნათია თურნავა Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.

მინისტრმა ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. როგორც თურნავამ აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს და საზოგადოებას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

აცრის შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა მთავრობის პრიორიტეტია საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს ტურისტულად უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, იმისთვის რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს უცხოელი ტურისტების მიღება.

"მოვალედ ჩავთვალე თავი, რომ აცრა გამეკეთებინა ტურისტის ინდუსტრიის სხვადასხვა ლიდერთან ერთად. ჩემთან ერთად იმყოფება 20-მდე სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი. ვაქცინაციაა ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად აღვადგინოთ, ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ტურიზმი. თავს კარგად ვგრძნობ, Sinopharm-ით ავიცერი. შესანიშნავი ვაქცინაა! მინდა ყველას მოვუწოდო, აიცრან", - განაცხადა თურნავამ.