დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინურ ვაქცინა Sinovac-ზე „სინოვაკზე“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის პირველადი შეფასება „საკმაოდ კარგია“.
მისივე თქმით, ვაქცინა უახლოეს ხანში მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას და სავარაუდოდ, საქართველოს მოსახლეობისთვის ერთი კვირის ფარგლებში მისი ხელმისაწვდომობა დაიწყება.
„ჩინეთმა საქართველოს ვაქცინის 100 ათასი დოზა აჩუქა. ამ ვაქცინით აცრილია ას მილიონზე მეტი ადამიანი, როგორც ჩინეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ვაქცინით ადმინისტრირების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირაში. ესეც ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში.
„სინოფარმისგან“ განსხვავებით, უფრო ადრე შეიძლება მეორე დოზის გამოყენება, აქ არის 14-დან 28 დღემდე, სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით შედარებთ ნაკლები გვერდითი მოვლენებით.
რამდენიმე იურიდიული საკითხია მოსაწესრიგებელი და ალბათ, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება.
ველოდებით, რომ Sinovac უახლოეს ხანში ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის პირველადი შეფასებით, Sinovac-ს საკმაოდ კარგი შეფასება აქვს.
ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისთვის 1 კვირის ფარგლებში მისი ხელმისაწვდომობა დაიწყება“, - აცხადებს გამყრელიძე.
სავარაუდოდ როდიდან იქნება ხელმისაწვდომი Sinovac-ის ვაქცინა მოსახლეობისთვის? - ამირან გამყრელიძის განმარტება