არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს - ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს - ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს.

"მეგობრებო, სატელეფფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით (ძირითადად watsapp) მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

ამგვარი სმს-ების ქართული თარგმანიც ვრცელდება. არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს.

ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან.",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.