კელი დეგნანი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე: დიალოგი ერთადერთი გამოსავალია

" დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი ", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის შეფასებისას განაცხადა.

"ძალიან რთული და სერიოზულია ვითარება, პრეზიდენტ ბაიდენს და ადმინისტრაციის წამყვან წევრებს ჰქონდათ სატელეფონო ზარები, კომუნიკაცია. ჩვენი მიმართულება იმისკენაა, რომ პროცესების დეესკალაცია მოხდეს. როგორც მოგეხსენებათ, დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი და ჩვენ ამას მოვუწოდებთ", - განაცხადა დეგნანმა.