რატი ბრეგაძე: მკაცრად ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

„მკაცრად ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“ - იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან შეხვედრისას წუხილი გამოთქვა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში სიტუაცია განიმუხტება და მოსახლეობას მშვიდობიან გარემოში ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს.

"აუდინეციაზე მხარეებმა თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და სამომავლო პარტნიორობის გეგმები დასახეს. ისრაელის ელჩმა რატი ბრეგაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რან გიდორის განმარტებით, საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა", - ნათქვამია ინფორმაციაში.