The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, რამდენიმე ავიაკომპანია თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს.
გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“, კონფლიქტის ესკალაციის გამო, 14 მაისს თელ-ავივში ყველა რეისი გააუქმა.
„ლუფთჰანზა ყურადღებით ადევნებს თვალს ისრაელში შექმნილ ვითარებას და განაგძობს ხელისუფლებასთან, უსაფრთხოების სამსახურებთან და ადგილზე საკუთარ პერსონალთა ინფორმაციის გაზიარებას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ავიაკომპანიაში იმედოვნებენ, რომ ისრაელის მიმართულებით ფრენებს 15 მაისს განაახლებენ.
თელ ავივში და თელ ავივიდან რეისები გააუქმა „ბრითიშ ეარვეისმაც“.
„ჩვენი კოლეგებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება არის ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვაგრძელებთ შექმნილი ვითარების მონიტორინგს“, – აღნიშნულია ბრიტანული ავიაკომპანიის განცხადებაში.
12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს.