ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია - არჩილ თალაკვაძემ Sinopharm-ის ვაქცინა გაიკეთა

"ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია" - პარლამენტის ვიცე-სპიერმა არჩილ თალაკვაძემ მეუღლესთან ერთად, Sinopharm-ის ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

თალაკვაძემ ვაქცინა ინფექციუს საავადმყოფოში გაიკეთა.

"მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთიმ დღეს გავიკეთეთ covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

მისასალმებელია, რომ Sinopharm-ის ვაქცინით ჩვენთან ერთად, ბევრი მოქალაქე აიცრა.

მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიების ცენტრს და მის სამედიცინო პერსონალს, ექიმებს და ექთნებს, ვინც თვეების განმავლობაში კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. მათ გასაგებად აგვიხსნეს აცრებთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია და წესები.

ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია!", - წერს არჩილ თალაკვაძე.