Reuters-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ხელფასზე უარს ამბობს.
როგორც გამოცემა წერს, პრემიერმა არ დააკონკრეტა მიზეზი, რის გამოც იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისთვის ხელფასს არ აიღებს.
დრაგის ხელფასის სახით წელიწადში 110 000 ევრო ეკუთვნოდა.
Reuters-ის ცნობით, მარიო დრაგის 2020 წლის საგადასახადო დეკლარაციის თანახმად, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა, მან 2019 წელს 583 470 ევროს შემოსავალი მიიღო.
აქედან 498 144 ევრო იტალიის პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პენსიის სახით მიიღო, ვინაიდან წარსულში იტალიის ხაზინის გენერალური დირექტორისა და იტალიის ბანკის მმართველის თანამდებობები ეკავა.