ისრაელი ღაზის სექტორთან საზღვრისკენ სამხედრო ძალებს აგზავნის

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელი ღაზის სექტორთან საზღვრისკენ სამხედრო ძალებს აგზავნის. ამის შესახებ გამოცემას ისრაელის არმიაში განუცხადეს.

როგორც თავდაცვითი ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იონათან კონრიკუსმა განაცხადა, 3 000 რეზერვისტია გამოძახებული, ხოლო საზღვარზე მყოფ სამხედროებს მთავრობამ უბრძანა, მზად იყვნენ მოვლენების ყველანაირი განვითარებისა და ესკალაციისთვი

„სამხედრო ძალების ნაწილი საზღვრისკენ გადაადგილება. ეს მოსამზადებელი ნაბიჯია“, - იონათან კონრიკუსმა.

მისივე თქმით, ისრაელის ყურადღება მტრის შესუსტებისკენ არის მიმართული.

„ისინი ძირითადად ბრძოლისთვის ემზადებიან. ჩვენი ყურადღება მტრის შესაძლებლობების შესუსტებაზეა გამახვილებული“, - აღნიშნა მან.