ლადო კახაძე ჯარში შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოდის

ჯარს ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა, ხო არ დადგა დრო აღვადგინოთ ეს ტრადიცია - ლადო კახაძე ჯარში შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოდის.

პარლამენტის წევრს, აინტერესებს ჯარში მოტივაციის გასაზრდელად ხომ არ იგეგმება შემოქმედებითი ჯგუფების შექმნა. ამ შინაარსის კითხვა მან თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს დაუსვა, რომელიც "მინისტრის საათის" ფარგლებშია პარლამენტში მისული.

"ჩვენ ქართულ ჯარს, საერთოდ ქართველებს დიდი ისტორია გვაქვს შემოქმედებითი კუთხით. თქვენთან [ჯარში] ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის უდიდესი ნიჭით შეპყრობილნი - ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება და... იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჯარს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა. ჩვენ მოტივაციაზე ვლაპარაკობთ, ახალგაზრების გაზრდაზე... რას ფიქრობთ, თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად თავისი ნიჭის გამოსამჟღავნებლად, ხომ არ დადგა დრო აღვადგინოთ ეს ტრადიცია და ის სასწაული პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც ქართულ ნიჭს და გენს ბრძოლასთან ერთად იმ ყიჟინაში და იმ რიტუალურ ცეკვაშიც ახასიათებს", - იკითხა ლადო კახაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იდეა მოეწონა,

"საინტერესო ინიციატივაა ჩვენთან მსგავსი კულტურული ღონისძიებების აღდგენის. ამ ეტაპზე არ გვიფიქრია. შევეცდებით, რომ დავამუშაოთ ეს საკითხი", - უპასუხა ჯუანშერ ბურჭულაძემ.