ფატუ ბენსუდა: ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მხარეები შესაძლოა, საერთაშორისო სამართლის სამიზნე გახდნენ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ძალადობის მონაწილეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სამიზნე გახდნენ.

როგორც ბენდუსამ განაცხადა, ისინი აღნიშნულ საკითხს სერიოზულად უყურებენ.

”ეს არის მოვლენები, რომლებსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ”, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და ბენსუდას ოფისი ანტისემიტურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.