"ვრცელდება მუქარა" - ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

საელჩოს ინფორმაციით, ვრცელდება მუქარა თელ ავივის და შესაბამისად, გარშემო ქალაქების მიმართულებაზე.

„საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოგიწოდებთ, დაიცავით უსაფრთხოების ზომები. მიმდინარე სამიზნე აშკელონი, აშდოთი, შდეროთი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაა. ვრცელდება მუქარა თელ ავივის (შესაბამისად, გარშემო ქალაქების) მიმართულებაზე“, - ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.