აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ისრაელიდან 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელი პერსონალი სამშობლოში ხუთშაბათს, 13 მაისს გაემგზავრა, აშშ-ის საჰაერო ძალების C-17-ის სატრანსპორტო თვითმფრინავით.

მისივე განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ. კონფერენცია ამ კვირაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა სიტუაცია დააჩქარა.