ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 390 ადამიანს დაუდასტურდა, 1 070 გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 PCR ტესტით.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 327 831 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 307 334, გარდაიცვალა 4 397 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: 13 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.35%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.40%.
ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან 790 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 117, იმერეთი - 168, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 41, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 16 074, საიდანაც: 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 467, იმერეთში - 502.
მძიმე პაციენტი: 896, მათ შორის, თბილისში - 433, აჭარაში - 92, იმერეთში -141.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 198, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 4, იმერეთში - 13.
730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 363 - თბილისში, 338 - აჭარაში. 11 091 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 644 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 071 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 452 პირი, აჭარაში - 1 831, იმერეთში - 1 401.