ირაკლი კობახიძემ Sinopharm-ის ვაქცინა გაიკეთა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

ირაკლი კობახიძემ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა გაიკეთა. მან ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა.