აშშ-ის საელჩო: "ტროას ნაკვალევი" კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით

მრვალეროვნული სწავლება "ტროას ნაკვალევი" კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით. აღნიშნულ განცხადებაშ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, წვრთნების მიზანია NATO-ს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა.

"ათი ქვეყნა, ხუთი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიანი გუნდით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად მსოფლიოში.

"ტროას ნაკვალევი" (Trojan Footprint) სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოველწლიური სამხედრო წვრთნებია, რომელიც ევროპაში ტარდება. წელს საქართველო პირველად იყო ერთ-ერთი მონაწილე მასპინძელი.

წვრთნების მიზანია ნატოს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაზრდა რიგ საფრთხეებთან გამკლავებაში და შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრაციის გაღრმავება.

ეს წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.