საქართველოს ელჩი ჩინეთში Sinopharm-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

2021 წლის 14 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ საელჩოში გამართა შეხვედრა “China Sinopharm International Corporation“-ის ვიცე-პრეზიდენტთან, იენ პინგთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა საინისტრო ავრცლებს.

"შეხვედრისას, ელჩმა მადლიერება გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და კომპანია “Sinopharm”-ის ხელმძღვანელობის მიმართ, კოვიდ პანდემიის დროს საქართველოსთან წარმატებული თანამშრობლობის, ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთვის ვაქცინების გადმოცემის გამო. ამასთან, მან ვიცე-პრეზიდენტს მიულოცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარება, რამაც კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა “სინოფარმ“-ის ვაქცინა მსოფლიო მასშტაბით.

თავის მხრივ, იენ პინგმა ხაზი გაუსვა, ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.