ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ავსტრიამ მთავრობის შენობის თავზე ისრაელის დროშა აღმართა

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ავსტრიის მთავრობის შენობაზე ისრაელის დროშა აღიმართა. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა Twitter-ში განაცხადა.

"დღეს, ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად დროშა აღიმართა ფედერალური კანცელარიის შენობის სახურავზე. ისრაელზე ტერორისტული თავდასხმები უმკაცრეს დაგმობას იმსახურებს. ჩვენ ერთად ვდგავართ ისრაელის გვერდით“, - წერს ავსტრიის კანცლერი.