ლიეტუვა საქართველოს  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ლიეტუვას მთავრობა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გამოუყოფს.

ლიეტუვა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ში წერს.

"ლიეტუვას მთავრობამ ახლახან დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 200 000 ვაქცინა. 100 000 ვაქცინა უკრაინას, 15 000 ვაქცინა საქართველოს, 11 000 ვაქცინა მოლდოვას. ეს ლიეტუვას რესპუბლიკისგან პატარა ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ ევროპაში ჩვენი პარტნიორები სოლიდარობას შემოუერთდებიან". - წერს ლანდსბერგისი.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვას მთავრობა აღნიშნულ ქვეყნებს ვაქცინებს სექტემბრამდე გამოუყოფს.

"დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვაჩვენოთ ლიეტუვას სოლიდარობა. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ქვეყანა ერთდროულად გაუმკლავდა ორ გამოწვევას: პანდემიას და კრემლის სამხედრო აგრესიას. ვაქცინაციის პროცესი ევროკავშირის ქვეყნებში არის სწრაფი და შეუფერხებელი, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, სანამ ჩვენი მეზობლებიც არ იქნებიან უსაფრთხოდ", - თქვა ლანდსბერგისმა.

ამ გადაწყვეტილებით ლიეტუვა მონაწილეობას მიიღებს Team Europe პაკეტში, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას კორონავირუსის პანდემიისა და მის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში.