არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში საგანგებო გამოყენებისათვის დაამტკიცა.

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაუშვა აღნიშნული ვაქცინის გამოყენება 16 წლის და ზემოთ მოქალაქეებში.

ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ სამშაბათს დაამტკიცა ვაქცინის გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში.