საფრანგეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანს სომხეთიდან ჯარის გაყვანისკენ სომხურ ენაზე მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანს სომხეთიდან ჯარის გაყვანისკენ სომხურ ენაზე მოუწოდა. მან Facebook-ზე სომხურ ენაზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ჯარები სომხეთში შეიჭრნენ.

"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ. მე სომეხ ხალხს კვლავ ვეუბნები, რომ საფრანგეთი გაერთიანებულია თქვენთან და ასეთად დარჩება," - წერს მაკრონი.