ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა წმინდა ნინოს საფლავი მოინახულა. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ Facebook გვერდზე გაავრცელა.
"ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებენ ღირებულებებს, რომლებიც მორწმუნე ადამიანთა პატივისცემასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ერთგულებას გულისხმობს. დღეს ელჩმა დეგნანმა სიღნაღში, ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს საფლავი მოინახულა.
ვიზიტისას ელჩი შეხვდა მეუფე იაკობს, იღუმენია თეოდორასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ლიდერებს შეხვდა", - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.