რუსეთში აშშ-ს საელჩომ საკონსულო მომსახურება დროებით განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.
საელჩომ 14 მაისს განაცხადა, რომ ის დროებით, 16 ივლისამდე განაახლებს აშშ-ის მოქალაქეების მომსახურებას - პასპორტებთან, დაბადების მოწმობებსა და სანოტარო საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშულს საფუძვლად რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უდევს, რომლის მიხედვითაც, უნდა გადაიდოს უცხო ქვეყნების მოქალაქეთა სამსახურში აყვანის აკრძალვა.
ცნობისთვის, 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.
რამდენიმე კვირის წინ, მოსკოვში აშშ-ს საელჩო იტყობინებოდა, რომ 12 მაისიდან, საელჩო მომსახურებების რაოდენობასა და საკონსულო განყოფილების პერსონალს 75%-ით შეამცირებდა.